თეგებით ძიება

როგორ შეიცვალა ძველი და ახალი ბინების ფასი თბილისში? - სტატისტიკა

2024 წლის აგვისტოში თბილისში 3 133 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. "თბს კაპიტალის“ უძრავი ქონების კვლევის თანახმად, გაყიდვები წლიურად 5%-ით, ხოლო თვიურად 9%-ით არის შემცირებული.

აგვისტოში დედაქალაქში 2 508 ძველი ბინა გაიყიდა, ხოლო გაყიდული ახალი ბინების რაოდენობამ 625 შეადგინა.

კვლევის თანახმად, აგვისტოში გაყიდული ახალი ბინების რაოდენობა წლიურად 2%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი გაყიდვები 5%-ით არის შემცირებული.

საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 15.4%-ით, ძველი ბინებისთვის კი 4.3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ფასებს, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 კვ.მ-სთვის აგვისტოში 1 265 დოლარი, ხოლო ახალი ბინის ფასი 1 094 დოლარი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა