თეგებით ძიება

წლიურ ჭრილში მშენებლობა 7.9%-ით გაძვირდა - ნახეთ, როგორ შეიცვალა ბინის ფასები

2024 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აღნიშნული ცვლილება, დიდწილად, სამშენებლო მასალების ფასების 1%-იანი ზრდით იყო განპირობებული.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 7.9%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევაში ინდექსის ზრდა, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 29.7%-იანი მატებითა და სამშენებლო მასალების 3.8%-იანი გაძვირებით იყო გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 19.7%-ით გაიზარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა