თეგებით ძიება

სტუდიოს ტიპის ბინა - ის, რაც მის შეძენამდე აუცილებლად უნდა იცოდე

ბოლო პერიოდში სტუდიოს ტიპის ბინები სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. რას ნიშნავს სტუდიო? - ესაა პატარა ფართის მქონე საცხოვრებელი სივრცე, სადაც მისაღები, საძინებელი და სამზარეულო გაერთიანებულია ერთ ოთახში. არსებობს ისეთი სტუდიოს ტიპის ბინები, სადაც მაგალითად, სამზარეულო ან საძინებელი იზოლირებულია. მე-20 საუკუნეში ის ფართოდ გავრცელდა, როგორც ეკონომ-კლასის პრაქტიკული საცხოვრისი.

სტუდიოს ტიპის ბინებს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • ეფექტური სივრცის გამოყენება - ღია დაგეგმარება (ტიხრების გარეშე დაგეგმარება) ქმნის სივრცის ილუზიას და საშუალებას გვაძლევს, მოქნილად მოაწყოთ ინტერიერი თქვენი საჭიროებების შესაბამისად;
  • ფინანსური უპირატესობა - სტუდიოს ტიპის ბინები, როგორც წესი, უფრო იაფია, ვიდრე მრავალოთახიანი ბინები. ეს იდეალური ვარიანტია სტუდენტებისა და მარტოხელა ადამიანებისთვის;
  • მინიმალისტური ცხოვრების სტილის ხელშეწყობა -  ეს ხელს უწყობს ნაკლებად მატერიალისტურ და უფრო ფოკუსირებულ ცხოვრების სტილს;
  • ენერგოეფექტურობა - გათბობა და გაგრილება ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, რაც ამცირებს კომუნალურ ხარჯებს;

სტუდიოს ფართები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, მაგალითად აშშ-ში საშუალოდ 46-56 კვ.მ.-ა, იაპონიაში კი მხოლოდ 10 კვ.მ. ქართულ რეალობაში როგორც წესი სტუდიოს ფართი 40 კვადრატულამდეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა