დიდი აივნის უპირატესობები
აივანი ბინის არასაცხოვრებელი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნაწილია, რომელიც სახლს დამატებით სივრცეს აძლევს. ფართო და კეთილმოწყობილი აივნები მრავალი ადამიანის ოცნებაა, ის გვეხმარება ბინაში ცხოვრების მიუხედავად გარემოსთან კონტაქტი შევინარჩუნოთ. უკანასკნელ პერიოდში თანამედროვე კორპუსები უფრო დიდ აივნებს სთავაზობენ მომხამრებლებს. მაინც რა უპირატესობები აქვს დიდ აივანს?
- სივრცე მცენარეებისთვის - აივანზე გამოყოფილი სივრცის ყველაზე ლამაზად ათვისება მცენარეებს შეუძლიათ. მცენარეების უმეტესობას ღია სივრცე და სუფთა ჰაერი უყვარს, თუ მცენარეების დიდი მოყვარული ხართ, აივნის ქონა ერთ-ერთი დიდი ბენეფიტი იქნება.
- ხედები - ხედები, რომლებიც აივნიდან მოსჩანს, მაცხოვრებლების ხასიათზე დადებითად მოქმედებს და მათ სასიამოვნო ემოციებით ავსებს. ეს ყველაფერი გადატვირთული ცხოვრებისგან რელაქსში დაგეხმარებათ.
- სათავსო - აივნის მთლიან კედელზე შეგიძლიათ ჩააშენოთ დიდი სათავსო კარადა, რომელსაც უამრავი თარო ექნება. ეს განტვირთავს თქვენს საცხოვრებელ სივრცეს ზედმეტი ნივთებისგან.
- სივრცე ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის - თუ მცირეწლოვანი შვილები გყავთ, აივანი საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ მათ სუფთა ჰაერზეც ითამაშონ და თქვენც მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე. მზის სხივები და D ვიტამინი კი მათთვის ზედმეტი არასოდეს იქნება. აივანი ასევე არაჩვეულებრივი სივრცეა ცხოველების მეპატრონეებისთვის.
- სასიამოვნო სივრცე მეგობრული და ოჯახური შეკრებებისთვის - ბევრ ადამიანს ხიბლავს სუფთა ჰაერზე სუფრების მოწყობა, ვახშმობა და სასიამოვნო სარამოების გატარება. აივანი ამის კარგ შესაძლებლობას იძლევა.