თეგებით ძიება

რა ღირს უძრავი ქონება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში?

უძრავი ქონების ფასები დედაქალაქში ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც მისი მოსახლეობა. ბოლო კვლევებით ქალაქში 1 კვ.მ. ბინის საშუალო ღირებულება 1300 დოლარს აღწევს. გაყიდვების მიხედვით სასურველ უბნებს შორის მოწინავე ადგილს დიდ დიღომთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი უბანი - გლდანი იკავებს.

ეს უკანასკნელი ფასების მიხედვით ბევრ გარეუბანს უსწრებს და დროთა განმავლობაში ცენტრის ფასებს უახლოვდება, რაც გასაკვირი სულაც არაა. გლდანი ინფრასტრუქტურულად ბრწყინვალედაა გამართული, 70-იან წლებში 2.5 კილომეტრიანი საზოგადოებრივი ზოლის გარშემო კენტ და ლუწ მიკრორაიონებად გაშენებული უბანი დღეს ქალაქი-ქალაქშია. აქ ყველაფერია, გლდანის რაიონში გარდა სავაჭრო-გასართობი ცენტრებისა ორი მეტროსადგურია. უბანი კარგი ეკოლოგიური პირობებითაც გამოირჩევა. დღეს ყოველი მეექვსე თბილისელი გლდანის რაიონში ცხოვრობს. ყოველდღიურად განვითარებად უბანში მრავალი ახალი კორპუსი შენდება, მოთხოვნის პარალელურად კი იზრდება ფასებიც. მოთხოვნა ყველაზე მეტად მცირე ფართის, სტუდიოს ტიპის ბინებზეა, რომელიც დიდ დეფიციტშია.

"ალფა სახლის" მშენებარე პროექტი მ/ს სარაჯიშვილთან, გლდანის რაიონში

სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი" გთავაზობთ მის ამბიციურ პროექტს გლდანში. ორი 26 სართულიანი შენობა მ/ს სარაჯიშვილთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. იცხოვრე გლდანის ყველაზე მაღალ შენობებში, ყველაზე მოთხოვნად ბინებში 23 კვ.მ.-დან. შეგიძლია ისარგებლო შენზე მორგებული პირობებით! 

მეტი დეტალისთვის ეწვიეთ კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით ნომერზე: *71 71


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა