თეგებით ძიება

როგორ უნდა შეიძინოს ბინა საქართველოში, ემიგრაციაში მყოფმა პირმა? - რჩევები

ბინის შეძენა, დისტანციურად, სულ რამდენიმე წლის წინ, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, თუმცა ეს ხდება, თანაც საკმაოდ ხშირად. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის კი მხოლოდ ერთი საკომუნიკაციო საშუალებაა საჭირო – ინტერნეტ კავშირი.

როგორც ემიგრანტმა, ყველაზე კარგად იცი, რომ ხელშესახები შედეგის მიღებამდე გრძელი და რთული გზის გავლაა საჭირო – დაწყებული მანამდე არსებული ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებით და დამთავრებული პირველადი თანხის შეგროვებით. თუმცა ყველაზე რთული ეტაპი ალბათ უშუალოდ ბინის ყიდვისას იწყება, რადგან ეს უზომოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რომლის დროსაც ყველა წვრილმან დეტალსაც კი გათვალისწინება სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში არ იმყოფები.

რა უნდა გაითვალისწინო ბინის ყიდვისას?

  • უნდა ვიცოდეთ, რა გამოცდილება აქვს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ამა თუ იმ სივრცეს გვთავაზობს შესაძენად;
  • აქვს თუ არა დასრულებული ან მიმდინარე პროექტები, რომ შევაფასოთ ხარისხი;
  • რა გამოცდილება აქვს გუნდს, რომელიც პროექტებზე მუშაობს;
  • რა მდგომარეობით ბარდება ბინა - თეთრი კარკასი, შავი კარკასი;
  • გადახდის რა ფორმითა და პირობებით სარგებლობა შეგვიძლია.

მათთვის, ვინც დისტანციურად იღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მოსახერხებელია თეთრი კარკასი. მაგალითისთვის, სწორედ მსგავსად გამზადებულ პროექტებს სთავაზობს "ალფა სახლი" მომხმარებლებს, რათა მაქსიმალურად კომფორტული გახადოს შეძენილი სივრცის ათვისება იმ მომხმარებლებისთვისაც კი, რომლებიც ქვეყანაში ფიზიკურად არ იმყოფებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა