თეგებით ძიება

სად ღირს თეთრი კარკასი ყველაზე ძვირი და იაფი? - სტატისტიკა უბნების მიხედვით

"გალტ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, 1 კვ.მ-ის ფასი როგორც ახალ, ისე ძველ პროექტებში გაიზარდა.

1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი ძველ პროექტებში 999 დოლარს შეადგენდა, ახალ პროექტებში კი 1 263 დოლარს.

თეთრი კარკასის ბინების ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია თბილისის ყველა უბანში.

1 კვ.მ ბინის საშუალო ფასები ასე გამოიყურება:

ვაკე - 2 271 დოლარი, 14%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 993 დოლარი);

საბურთალო - 1 539 დოლარი, 8%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 421 დოლარი);

კრწანისი - 1 456 დოლარი, 9%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 335 დოლარი);

დიდუბე - 1 230 დოლარი, 6%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 165 დოლარი);

ისანი - 1 219 დოლარი, 10%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 108 დოლარი);

ნაძალადევი - 1 162 დოლარი, 14%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 024 დოლარი);

სამგორი - 1 037 დოლარი, 16%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 893 დოლარი);

გლდანი - 1 035 დოლარი, 8%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 957 დოლარი);

დიდი დიღომი - 997 დოლარი, 12%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 892 დოლარი);

ვაშლიჯვარი - 952 დოლარი, 12%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 848 დოლარი).

როდესაც განსაზღვრავთ თქვენს ბიუჯეტს და საცხოვრებელ უბანსაც შეარჩევთ, დროა შეხვიდეთ alphahome.ge-ზე ან დარეკოთ ნომერზე: *71 71


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა