თეგებით ძიება

2024 წელს ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 10 წლიან მინიმუმამდე დაეცა

2024 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 10 წლიან მინიმუმამდე დაეცა. იანვარ-სექტემბერში ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ამ წლების განმავლობაში მხოლოდ 2014 წლის 9 თვის მონაცემებს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BPN.ge ავრცელებს.

მიმდინარე წლის ცხრა თვეში ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 35%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 43.1%-ით არის შემცირებული. 2024 წლის 9 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 294.45 მლნ დოლარის, 2023 წლის იმავე პერიოდში 456.4 მლნ დოლარის, ხოლო 2022 წელს 517.75 მლნ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში ძირითადად შემდეგი ქართული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება: (2024 წლის 9 თვე)

თხილი და სხვა კაკალი - 32.942 მლნ დოლარის;სპილენძის მადნები - 31.069 მლნ დოლარის;აზოტოვანი სასუქები - 25.151 მლნ დოლარის;ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 25.133 მლნ დოლარის;ფეროშენადნობები - 24.104 მლნ დოლარის;ყურძნის ნატურალური ღვინო - 23.795 მლნ დოლარის.ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა