მკვლელობა თბილისში - ისანში წუხელ 40 წლამდე კაცი მოკლეს
ისანში, გასულ ღამეს, ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ipn.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.