რა ღირს 1 კვ.მ. ბინა თბილისის გარეუბნებში?
პოპულარულმა ვებგვერდმა NUMBEO-მ 269 ქალაქის გარეუბნებში საცხოვრებელი ბინების ფასების შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა. სიაში მოხვდა თბილისიც. მონაცემების თანახმად, თბილისის გარეუბნებში 1 კვ.მ. ბინის ფასი საშუალოდ 1060 დოლარს შეადგენს, რითაც რეიტინგში 227-ე ადგილს იკავებს.
მონაცემების მიხედვით, რეგიონში ყველაზე ძვირი საცხოვრებელი ბინა მოსკოვშია. ამ შემთხვევაში 1 კვ.მ-ის ფასი საშუალოდ 3268 დოლარს უტოლდება, რითაც 99-ე ადგილზეა. ბინების სიძვირით მეორე ადგილზეა სტამბული, სადაც საშუალო ფასი 1712 დოლარს შეადგენს (169-ე ადგილი), მას კი მოსდევს ერევანი 1639 დოლარით (171-ე ადგილი).
237-ე ადგილი ბაქომ დაიკავა. მონაცემების თანახმად, გარეუბნებში საცხოვრებელი ბინების საშუალო ფასი 980 დოლარს აღწევს.
მონაცემები აჩვენებს, რომ რეგიონის დედაქალაქებს შორის გარეუბნებში ბინები ყველაზე იაფი ბაქოშია.