თეგებით ძიება

რომელ ქვეყნებში ღირს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი?

მსოფლიოს მასშტაბით უძრავი ქონების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებში კვადრატული მეტრი ბინის ფასი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე შედარებით ღარიბ სახელმწიფოებში, რაც მარტივი ეკონომიკური კანონზომიერებით არის გამოწვეული.

ნახეთ ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნები სახლის შესაძენად.

ამერიკის შეერთებული შტატები

თუ გავითვალისწინებთ ამერიკაში მცხოვრები მდიდარი და ცნობილი ვარსკვლავების რაოდენობას, რომლებიც სახლებს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ სანაპიროებზე ფლობენ, ქონების ფასი ამ რეგიონში მკვეთრად გაიზარდა.

განსაკუთრებით მაღალია ფასები ნიუ -იორკში. ქონების მცირე ნაკვეთს შეუძლია ერთ კვადრატულ მეტრზე 17,000 დოლარი გამოიმუშაოს. 

ჩინეთი

ჰონგ-კონგის მდიდრული სამეზობლო Repulse Bay გამორჩეული ადგილია. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ყველაზე მაღალი სიმჭიდროვეა, უძრავი ქონების ღირებულებაა კვადრატულ მეტრზე 25,550 დოლარს შეადგენს. 

შვეიცარია

ქვეყანა არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ევროპაში.

მდიდრული ქონება მოიცავს აღდგენილ ისტორიულ სასახლეებს, მიმზიდველ საცხოვრებელს მათთვის, ვინც ეძებს უამრავ კომფორტს. კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით, 29,000 აშშ დოლარია. 

სინგაპური

სინგაპურში ყველაზე ძვირადღირებული ტერიტორია მდებარეობს მარინას ყურის სანაპიროზე. საერთაშორისოდ აღიარებული Marina Bay Sands Hotel იზიდავს ტურისტებს და მყიდველებს ჩვეულებრივ შეუძლიათ კვადრატულ მეტრზე 30,500 დოლარი გადაიხადონ.

საშუალო ფართობის ბინა შეიძლება, თვეში 3,500 დოლარი დაჯდეს.

ინგლისი

Money Inc.- ის თანახმად, უძრავი ქონების კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით, 34,531 აშშ დოლარია. იმის მიუხედავად, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია.

საფრანგეთი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება მდებარეობს მონაკოში. უძრავი ქონების კვადრატული მეტრის ღირებულება 60 114 დოლარიდან იწყება.

პატარა სახელმწიფო იმდენად მჭიდროდ არის დასახლებული, რომ სახლის პოვნა უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში არის შესაძლებელი. მას "მილიონერთა ქვეყანას" უწოდებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა