თეგებით ძიება

თბილისში საცხოვრებელი სახლები 1 წელში 8%-ით გაძვირდა, 4 წელში - 46.7%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო წლიურად 8%-ით გაიზარდა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 46.7 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატი აღნიშნავს, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს - როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

აქსტატის მონაცემების თანახმად, მესამე კვარტალში 1 კვ.მ-ის ფასი კერძო ბინის შემთხვევაში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა და 4517 ლარს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე იაფად კერძო ბინას გლდანში შეიძენდით. ამ შემთხვევაში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 2 418 ლარი იყო.

რაც შეეხება თბილისის სხვა უბნებს, კერძო ბინებისთვის 1 კვ.მ-ის საშუალო ფასები ასე გამოიყურებოდა:

ჩუღურეთი -2725 ლარი;

სამგორი - 2547 ლარი;

საბურთალო - 3138 ლარი;

ნაძალადევი - 2441 ლარი;

მთაწმინდა - 4517 ლარი;

კრწანისი - 2790 ლარი;

ისანი - 2717 ლარი;

ვაკე - 3593 ლარი;

დიდუბე - 3642 ლარი;

გლდანი - 2418 ლარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა