თეგებით ძიება

რა ღირს საოფისე ფართები თბილისში?

თბილისში, საოფისე ფართებში იჯარის გადასახადი მ²-ზე $15-დან $20-მდეა, მოთხოვნა კი დიდ საოფისე ფართებზე იზრდება - ამის შესახებ Colliers Georgia-ში აცხადებენ და ზრდის ტენდენციის მიზეზებს განმარტავენ.

დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარი დღითიდღე უფრო კონკურენტული ხდება, რადგან ბიზნეს ცენტრებში არსებული დიდი ფართები დეფიციტშია. ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, დიდია დაინტერესება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. ძირითადი გამომწვევი ფაქტორი არის საერთაშორისო ორგანიზაციების გაფართოება და საოფისე ფართების გაუმჯობესების სურვილი.

ერთ-ერთ ძირითადი მოთხოვნაა 1000+ მ² საოფისე ფართების მოძიება ბიზნეს ცენტრებში, ასევე კომპანიები უპირატოსებას ანიჭებენ სივრცის ერთ სართულზე განთავსებას, რაც უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. თუმცა ამგვარი ფართების მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან ბიზნეს ცენტრებისა და მათში არსებული დიდი საოფისე ფართების რაოდენობა შეზღუდულია", - ნათქვამია Colliers Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ფასებს, კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის ინფორმაციით, ბიზნეს ცენტრებში დიდი ფართების საიჯარო განაკვეთი მ²-ზე $15-დან $20 აშშ დოლარამდე მერყეობს. „ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია როგორც ლოკაციაზე, ასევე თავად ბიზნეს ცენტრის ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კონკურენციას მაღალი ხარისხის საოფისე სივრცეებისთვის“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

„კოლიერსი, უძრავი ქონების სფეროს ლიდერი კომპანია, ბოლო პერიოდში აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს არაერთ მსხვილ კომპანიასთან, რომლებიც გეგმავენ რელოკაციას ან საოფისე ფართების გაზრდას. ამ მოთხოვნის ძირითადი წყარო სწორედ საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი კომპანიებია, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ბიზნესის გაფართოებას, კლასისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას“, - აღნიშნავენ Colliers-ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა