თეგებით ძიება

2 საათი და ამ ხელისუფლებას დავასრულებთ - ყველაფერი ძალიან კარგად მიდის! აშკარად ვიმარჯვებთ! - ელისაშვილი

2 საათი და ამ ხელისუფლებას დავასრულებთ - ყველაფერი ძალიან კარგად მიდის! აშკარად ვიმარჯვებთ! 2 საათი დარჩა, რომ ამ გამარჯვებას ბოლო წერტილი და ძახილის ნიშანი დავუსვათ, - ეს განცხადება ბრიფინგზე პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

ელისაშვილმა ამომრჩეველს, გასაკუთრებით კი „ჯენზი“ თაობის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ცვლილებების, კოალიციური ხელისფლების, დემოკრატიის დროა! გადახვეწილი ქართველების სამშობლოში დაბრუნების დროა!

„ჯენზი“ თაობის წარმომადგენლებს განსაკუთრები მოგიწოდებთ - ჩვენი ქვეყნის ბედი ახლა თქვენ ხელშია!

გამოდით - 2 საათი დარჩა, დრო 20:00 საათამდე გვაქვს“, - მიმართა ამომრჩეველს ალეკო ელისაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა