თეგებით ძიება

თბილისის რომელ უბნებშია საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირი? - ნახეთ სტატისტიკა

სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები გაიზარდა. წელს სექტემბერში დედაქალაქში 3 528 ბინა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 3 161 ბინა გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "გალთ ენდ თაგარტი" ავრცელებს.

1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი წელს სექტემბერში 1 303 დოლარი იყო, 2023 წლის იმავე თვეში კი 1 200 დოლარს შეადგენდა. მონაცემები აჩვენებს, რომ წლიურად ფასები 8.6%-ით არის გაძვირებული.

თბილისის სხვადასხვა უბანში საცხოვრებელი ბინის ფასები სექტემბერში ასე გამოიყურებოდა:

  • მთაწმინდა - 2 548 დოლარი;
  • ვაკე - 2 392 დოლარი;
  • ჩუღურეთი - 1 663 დოლარი;
  • საბურთალო - 1 533 დოლარი;
  • კრწანისი - 1 448 დოლარი;
  • დიდუბე - 1 284 დოლარი;
  • ისანი - 1 189 დოლარი;
  • ნაძალადევი - 1 165 დოლარი;
  • გლდანი - 1 051 დოლარი;
  • სამგორი - 1 044 დოლარი;
  • დიდი დიღომი - 1 009 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 950 დოლარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა