თეგებით ძიება

"ოთხოთახიანი ბინა 4000 ევროდ" - ევროპის ქვეყნები სადაც ბინას ყველაზე იაფად შეიძენთ

საქართველოში უძრავი ქონება ყოველდღიურად ძვირდება. ბევრი მოქალაქე გამოთქვამს წუხილს ბინის ფასსა და მათი შემოსავლების სრულ შეუთავსებლობაზე. ევროპის ქვეყნები მაღალი კეთილდღეობის დონით გამოირჩევიან, მართალია უძრავი ქონება მსხვილ ქალაქებში ამ ქვეყნებშიც ძვირია, თუმცა არსებობენ ისეთი დასახლებებიც სადაც ბინის შეძენა ძალიან ხელმისაწვდომია.

ესტონეთი, ქალაქი პიუსი

ბალტიის პატარა ქვეყნა - ესტონეთი, რომელმაც დამოუკიდებლობას 1990 წელს მიაღწია, დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა ევროკავშირში. ქვეყნის პატარა ქალაქ პიუსში 4 ოთახიან ბინას სულ რაღაც 4000 ევროდ შეიძენთ.

იტალია, ქალაქი სკალეა

იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ სკალეაში 1 საძინებლიან, სტუდიოს ტიპის ბინას 15 ათას ევროდ შეიძენთ.

ჩეხეთი, ქალაქი ტეპლიცე

ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში, რომლის მოსახლეობაც 50,000 ადამიანს შეადგენს, ქალაქის ცენტრში 1 საძინებლიან გასარემონტებელ ბინას 15 ათას ევროდ შეიძენთ.

ფინეთი, ქალაქი ჰეინიავესი

დაახლოებით 70 კვ.მ. ფართის სამოთახიან, გასარემონტებელ სახლს აქ 10 ათას ევროდ იყიდით.

ბულგარეთი

ქვეყანაში 1 საძინებლიანი პატარა ბინის შეძენას 30 ათას ევროდ შეძლებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა