თბილისის უბნები, სადაც საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირი/იაფია
სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვის მიხედვით, წელს სექტემბერში დედაქალაქში 3 528 ბინა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 3 161 ბინა გაიყიდა.
გაყიდვებთან ერთად, წლიურად გაზრდილია ფასებიც. მაგალითისთვის, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი წელს სექტემბერში 1 303 დოლარი იყო, 2023 წლის იმავე თვეში კი 1 200 დოლარს შეადგენდა. მონაცემები აჩვენებს, რომ წლიურად ფასები 8.6%-ით არის გაძვირებული.
თბილისის სხვადასხვა უბანში საცხოვრებელი ბინის ფასები სექტემბერში ასე გამოიყურებოდა:
- მთაწმინდა - 2 548 დოლარი;
- ვაკე - 2 392 დოლარი;
- ჩუღურეთი - 1 663 დოლარი;
- საბურთალო - 1 533 დოლარი;
- კრწანისი - 1 448 დოლარი;
- დიდუბე - 1 284 დოლარი;
- ისანი - 1 189 დოლარი;
- ნაძალადევი - 1 165 დოლარი;
- გლდანი - 1 051 დოლარი;
- სამგორი - 1 044 დოლარი;
- დიდი დიღომი - 1 009 დოლარი;
- ვაშლიჯვარი - 950 დოლარი.