თეგებით ძიება
30. 10. 2024 ვიდეო

"საქმე ეხება ვიდეოს, სადაც ჩემი შვილი ანდრია მღერის.. 5 წლის ბავშვს აბულინგებენ კომენტარებში..“ - სოფო ბედია ვიდეო მიმართვას ავრცელებს

მომღერალი, სოფო ბედია სოციალურ ქსელში მის მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

"მინდა ყველას ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ ემოციური ვიდეოს ჩაწერა მიწევს.

გაბოროტებული და ბოღმით სავსე ადამიანები რომ ილანძღებიან ჩემი და ჩემი მეუღლის მისამართით, ამას უკვე მიჩვეული ვარ და მართალი გითხრათ, არ მაინტერესებს ამ ადამიანების დამოკიდებულება.

აქ საქმე ეხება ვიდეოს, სადაც ჩემი 5 წლის ანდრია მღერის „ჩემი საქართველო აქ არის“, სადაც მე ვეკითხები, ვინ არის შენი სიყვარული და ბედნიერებათქო და მეუბნება- შენ. ძალიან თბილი და ტკბილი ვიდეოა.

ამ დროს კი, შემომივარდნენ კომენტარებში ბოღმით სავსე ადამიანები და 5 წლის ბავშვს აბულინგებენ. შეგნებულად არ დავდებ სქრინებს, იმიტომ, რომ ვიცი ძალიან გადაუვლიან და არც დაგაპიარებთ. მე მაპატიეთ აღელვებული პოსტისთვის“, – ამბობს სოფო ბედია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა