თეგებით ძიება

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა გაიზარდა - საქსტატი

საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 841 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ნებართვების 73.8 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 პროცენტი – კახეთის რეგიონზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 319.7 ათასი კვ.მ ფართობის ობიექტი. ობიექტების რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით მეტია. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 37.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.4 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 13.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა