რამდენი კვადრატული მეტრი მოგივათ 100 000 დოლარად თბილისის სხვადასხვა უბნებში?
დედაქალაქში უძრავი ქონების მზარდი ფასების ფონზე, საინტერესოა რამდენი კვადრატული მეტრის ფართის ბინის შეძენას შეძლებთ სიმბოლურად 100 000 დოლარად სხვადასხვა უბნებში? იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში 1 კვ.მ. ბინის საშუალო ფასი 1200 დოლარია თქვენ 83.4 კვ.მ. ბინას შეიძენთ. ფასები განსხვავებულია უბნების მიხედვით. ამ პრინციპით ამგვარ შედეგებს მივირებთ:
- მთაწმინდა - 45.4 კვ.მ.
- ვაკე - 53.8 კვ.მ.
- ჩუღურეთი - 64 კვ.მ.
- საბურთალო - 69.4 კვ.მ.
- კრწანისი - 74 კვ.მ.
- დიდუბე - 91.8 კვ.მ.
- ისანი - 95.6 კვ.მ.
- ნაძალადევი - 97 კვ.მ.
- გლდანი - 105.2 კვ.მ.
- სამგორი - 111.2 კვ.მ.
- დიდი დიღომი - 112.4 კვ.მ.
- ვაშლიჯვარი - 120 კვ.მ.
ფასები მოცემულია მეორადი და ახალი ბინების კვადრატული მეტრის ღირებულების, საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით.