თეგებით ძიება

ჯო ბაიდენი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი "სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის შე­სა­ხებ" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გამჭვირ­ვა­ლედ გა­მო­ი­ძი­ონ ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვა, გა­იწ­ვი­ონ ისე­თი კა­ნო­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის კა­ნო­ნი” და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყონ ინ­კლუ­ზი­უ­რი დი­ა­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან.

ბა­ი­დე­ნის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი ხედ­ვე­ბი არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ­მა დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა არ გა­მო­ა­ცხა­დეს, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი.

“შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი დიდი ხა­ნია დგას ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად და მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და ევრო-ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს. სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან სა­გან­გა­შო იყო ქვეყ­ნის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლა, მათ შო­რის კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის ამოქ­მე­დე­ბა, რომ­ლე­ბიც რუ­სუ­ლი კა­ნო­ნე­ბის სარ­კის ანა­რეკლს წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც ზღუ­დავს ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს და ზღუ­დავს სივ­რცეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის.

სულ ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის მრა­ვა­ლი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვით, ისე­ვე რო­გორც ამომ­რჩევ­ლე­ბის და­ში­ნე­ბი­თა და იძუ­ლე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი ხედ­ვე­ბი ამ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ­მა დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა არ გა­მო­ა­ცხა­დეს თა­ვი­სუფ­ლად და სა­მარ­თლი­ა­ნად.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გამჭვირ­ვა­ლედ გა­მო­ი­ძი­ონ ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვა, გა­იწ­ვი­ონ ისე­თი კა­ნო­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის კა­ნო­ნი”, რო­მე­ლიც შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბებს ზღუ­დავს, და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყონ ინ­კლუ­ზი­უ­რი დი­ა­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან სა­არ­ჩევ­ნო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე.

ყვე­ლა მხა­რეს მო­ვუ­წო­დებთ, სრუ­ლად სცენ პა­ტი­ვი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას და ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის სა­ფუძ­ვლად რჩე­ბა”, - ნათ­ქვა­მია ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც თეთ­რი სახ­ლი ავ­რცე­ლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა