თეგებით ძიება

9 თვეში საქართველოში 8841 სამშენებლო ნებართვა გაიცა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 8 841 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ნებართვა გაიცა 8 მილიონ 566 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.6%-ით მეტი). 

ნებართვების 73.8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4% მოდის თბილისზე, 10.1% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1% - კახეთის რეგიონზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა