თეგებით ძიება

"სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა, ეტყობა, ცუდად იგრძნო თავი, წამომჯდარა და უცებ გარდაიცვალა...“ - რა გახდა გია ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი?

დღეს დი­ლით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 54 წლის ასაკ­ში, წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი მერი გია ხარ­ჩი­ლა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. ის დღეს დი­ლით სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხარ­ჩი­ლა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თრომ­ბი გახ­და.

AMBEBI.GE ხარ­ჩი­ლა­ვას მო­ად­გი­ლეს თა­მარ ბელ­ქა­ნი­ას ესა­უბ­რა:

- ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და. დიდი და­ნაკ­ლი­სია გია ხარ­ჩი­ლა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ის იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ქვე­ყა­ნამ და­კარ­გა კაცი, რომ­ლის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, ის არ იყო მარ­ტო ჩემი მე­გო­ბა­რი. ის არ იყო მხო­ლოდ წა­ლენ­ჯი­ხის მერი, ის იყო ჯა­რის­კა­ცი, ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში.

- რა აწუ­ხებ­და მას, ამ­ბო­ბენ თრომ­ბით გარ­და­იც­ვა­ლაო?

- 07:15 სა­ათ­ზეა გარ­დაც­ვლი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ სას­წრა­ფო­მაც ვერ მო­უს­წრო, რომ მო­ვი­და სას­წრა­ფოს ბრი­გა­და, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. სა­ვა­რა­უ­დოდ თრომ­ბი, სხვას ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ეტყო­ბა ცუ­დად იგ­რძნო თავი, წა­მომ­ჯდა­რი ყო­ფი­ლა და უცებ გარ­და­იც­ვა­ლა. სახ­ლში იყო ამ დროს მისი მე­უღ­ლე და დედა. ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლია. გუ­შინ სა­ღა­მოს, 11-ის ნა­ხე­ვარ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა იყო ამ სა­არ­ჩევ­ნოდ. არ არის მარ­ტი­ვი ოპო­ზი­ცი­ურ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ბრძო­ლად, სა­დაც 4 მი­ლი­ო­ნი და­ხარ­ჯეს და მარ­თლა სა­ოც­რე­ბე­ბი აკე­თეს.

მარ­თლა არ არის მარ­ტი­ვი უსა­მარ­თლო­ბას აღუდ­გე წინ. გუ­შინ რომ ვე­სა­უბ­რე ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, მი­თხრა, კვლე­ვა და­ი­დო 48 პრო­ცენ­ტი და პლუს გა­ყალ­ბე­ბა წა­ლენ­ჯი­ხა­შიო. გა­ხა­რე­ბულ­მა და­მი­რე­კა ნახე კვლე­ვის შედ­გე­ბიო? ბუ­ნებ­რი­ვია გა­ნიც­დი­და ამ ამ­ბებს, რომ არ გა­ნი­ცა­დო ადა­მი­ან­მა სუ­ლე­ლი უნდა იყოს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ზე კეთ­დე­ბო­და, რად­გან ჩვენ ვართ ერ­თა­დერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც ჩვე­ნი. გია იყო უჯან­მრთე­ლეს ადა­მი­ა­ნი. სახ­ლში იყო მე­უღ­ლე და დედა და უცებ გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, მას არ ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ერ­თა­დერ­თი, რაც მას აწუ­ხებ­და ეს იყო ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და იბ­რძო­და ამ მთლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად.

ცნო­ბის­თვის, გია ხარ­ჩი­ლა­ვა 1970 წელს და­ი­ბა­და. მან 1991 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ფა­კულ­ტე­ტი. 2006–2010 წლებ­ში იყო წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე. 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ხარ­ჩი­ლა­ვა ერ­თა­დერ­თია ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს შო­რის, ვინც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა და წა­ლენ­ჯი­ხის მერი გახ­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა