პროდუქტები, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
ოქტომბერში ფასები წლიურად 0.3%-ით გაძვირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული. კერძოდ, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.
ამავე მონაცემების მიხედვით,წელს ოქტომბერში გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს ნიორი, კივი და ლიმონი.
უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ოქტომბერში გაძვირებული პროდუქტების ათეულს:
ნიორი - 68.7%
კივი - 51.7%
ლიმონი - 30.8%
ფორთოხალი - 27.6%
მანდარინი - 26.2%
ბრინჯი - 23.8%
პომიდორი - 17.4 %
ლუდი - 11.4%
ყავა დაფქული 11%
ქიშმიში - 8.7%