ქირის ფასი დედაქალაქის ცენტრში საშუალოდ 1 042 დოლარს აღწევს - სად უფრო ძვირი/იაფია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ბინის ქირა?
Numbeo-ს 2024 წლის სტატისტიკის თანახმად, ერთ საძინებლიანი ბინის ქირის საშუალო ფასი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქების ცენტრალურ უბნებში ყველაზე ძვირი მოსკოვში, ხოლო ყველაზე იაფი ბაქოშია.
საქართველოს მონაცემები ასე გამოყურება: ერთ საძინებლიანი ბინის ქირაობა თბილისის ცენტრში საშუალოდ 587 დოლარი ჯდება. 3 საძინებლიანი ბინის ქირის ფასი კი დედაქალაქის ცენტრში საშუალოდ 1 042 დოლარს აღწევს.
საქართველოს მეზობელი ქვეყნების დედაქალაქების ცენტრალურ უბნებში ერთი და სამ საძინებლიანი ბინების ქირის საშუალო ფასები ასე გამოიყურება:
ერევანი - ერთ საძინებლიანი - 942 დოლარი, სამ საძინებლიანი - 1 566 დოლარი;
ბაქო - ერთ საძინებლიანი - 472 დოლარი, სამ საძინებლიანი - 936 დოლარი;
ანკარა - ერთ საძინებლიანი - 590 დოლარი, სამ საძინებლიანი - 971 დოლარი;
მოსკოვი - ერთ საძინებლიანი - 970 დოლარი, სამ საძინებლიანი - 2 028 დოლარი.