დოლარი უცვლელი დარჩა, ევრო კი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი - 2.7247 ლარი დარჩა.
მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9288 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9677 ლარი იყო.
გამყარდა ლირა, რომლის ღირებულებაც 0.0796 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 7 ნოემბერს შევა ძალაში.