ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მსოფლიო ბირჟებზე თითქმის ყველა ნედლეულზე ფასი ეცემა
მას შემდეგ, რაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, მსოფლიოში ნედლეულის ფასები მკვეთრად ეცემა. გაიაფებულია როგორც საწვავი წიაღისეული, ასევე ძვირფასი ლითონები და საკვები.
tradingeconomics.com-ის მონაცემებით, ამ დროისთვის გაიაფებულია ყველა პროდუქტი. (ცნობისათვის, tradingeconomics-ი რეალურ დროში ასახავს მსოფლიო ბირჟებზე ნედლეულის ფასების ცვლილებას).
ამ დროისთვის (თბილისის დროით 16:15 საათისთვის) ფასები სხვადასხვა ნედლეულზე შემცირებულია 0.7%-დან 4%-მდე. კერძოდ:
თხევადი საწვავი - 1.38%
ბრენტის ტიპის საწვავი -1.26%
ბენზინი - 1.52%
ოქრო - 1.44%
ვერცხლი - 2.36%
სპილენძი - 3.55%
ფოლადი - 0.66%
სოიო - 2.01%
ხორბალი - 1.46%
ქვანახშირი - 0.69%
ყავა - 1.55%
ჩაი - 3.33%
გარდა ზემოთჩამოთვლილი ძირითადი პროდუქტებისა, ბირჟებზე იაფდება ბევრი სხვა ნედლეულიც, მათ შორის, შაქარი, კარტოფილი, ბამბა და ა.შ.
წყარო: bpn.ge