"ყავლაშვილის პროექტის" ავტორი ყავლაშვილი არ არის - გაიგეთ კორპუსების ისტორია
თბილისში ხშირად წააწყდებით 16 სართულიან კოშკურა ტიპის კორპუსებს, რომელსაც მოსახლეობა "ყავლაშვილის პროექტს" ეძახის. არსებობს მოსაზრება, რომ ეს კარკასულ-პანელოვანი შენობა მეტად მტკიცეა ვიდრე სხვა სტანდარტული ასაწყობი სერიის კორპუსები, რომლებიც მასობრივად აშენდა 1960-1980-იან წლებში.
შოთა ყავლაშვილი (1926-1995) იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი, რომლის სახელსაც ბევრი რამ უკავშირდება. 16 სართულიანი კორპუსები კი რეალურად "იის-04" სერიის კოშკურა ტიპის პროექტს მიეკუთვნება, რომლებიც თბილისში 1970-იანი წლების დასაწყისში შემუშავდა. მისი ავტორი არქიტექტორი ვახტანგ კვიმსაძეა
არქიტექტორი ვახტანგ კვიმსაძე (1977)
ამ ტიპის კორპუსების მშენებლობა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო ნუცუბიძის პლატოსა და დიღმის მასივში. მოგვიანებით კი ჩაბარდა გლდანში, ვარკეთილსა და სხვა უბნებში. არსებობს კორპუსის რამდენიმე ვარიაცია და 1-2 სექციანი (სადარბაზოიანი) სერიები. ყავლაშვილის სახელი სავარაუდოთ იმიტომ დაერქვა, რომ იმ დროში ყველაზე ცნობილი არქიტექტორი იყო.
მშენებარე ნუცუბიძის პლატო 1980-იანი წლების დასაწყისში
ავტორი: გიორგი აბულაძე