თეგებით ძიება

რა ღირდა ბინები თბილისში 1980-იან წლებში? - საინტერესო მონაცემები

ყველასთვის ცნობილია, რომ საბჭოთა საქართველოში მოქალაქეებს ბინები გადაეცემოდათ. სახელმწიფო სწრაფად და უხარისხოდ მასობრივად აშენებდა პანელის შენობებს და ურიგებდა მშრომელებს. 1960-1980-იან წლებში ათასობით ასეთი კორპუსი აშენდა. თუმცა ბინის მიღება მარტივი არ იყო, ამისთვის საშუალოდ 6-7 წელი იდგნენ რიგში (ზოგჯერ კი 10 წელი და მეტი). 

გლდანის მშენებლობა 1981 წ.

ასევე არსებობდა კოოპერატივბი, რომლის წევრებს შეეძლოთ ბინა შეეძინათ. 1980-იან წლებში კოოპერატიული ბინების ფასი ასეთი იყო:

  • 1 ოთახიანი ბინა - 6000 მანეთი;
  • 2 ოთახიანი ბინა - 8000 მანეთი;
  • 3 ოთახიანი ბინა - 11,000 მანეთი;
  • 4 ოთახიანი ბინა - 13,000 მანეთი;

გამოდის 1 კვ.მ.-ს ღირებულება დაახლოებით 150 მანეთი იყო. შესაძლოა ეს ციფრი დღეს საკმაოდ დაბალ ფასად გვეცვენებოდეს, თუმცა იმ პერიოდისთვის ცოტა ნამდვილად არ იყო. 1980-იან წლებში საშუალო ხელფასი საქართველოში დაახლოებით 150-200 მანეთი იყო. მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს შეეძლო ამხელა ფინანსური რესურსის გაღება, რათა ბინა შეეძინა ისე რომ მრავალწლიანი რიგში არ მდგარიყო. გარდა ამისა არსებობდა უამრავი ბიუროკრატიული ბარიერი, 1 ოჯახს არ შეეძლო ჰქონოდა 1 ბინაზე მეტი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა