თეგებით ძიება

1 ოთახიანი ბინა 2,500 დოლარი, 3 ოთახიანი 5000 - იხილეთ ბინის ფასები

1 ოთახიანი ბინა 2,500 დოლარად, 3 ოთახიანი 5000 დოლარად - ასეთია ბინის ფასები 1990-იანი წლების თბილისში. ქვეყანაში მიმდიანრე მძიმე ეკონომიკური კრიზისის პერიოდში უძრავ ქონებაზე ფასები ერთი შეხედვით დაბალი იყო, თუმცა მოსახლეობა უკიდურეს სიდუხჭირეს განიცდიდა. უფრო მეტი ბინა იყიდებოდა, ვიდრე მყიდველი იყო. არ იქმნებოდა ახალი საბინაო ფონდი.

თბილისი

25 წლის წინ ფასები ასე გამოიყურებოდა: 1 ოთახიან ბინას ქალაქის გარეუბანში 2500 დოლარად, ხოლო ცენტრში 3000 დოლარად შეიძენდით. თუ განცხადებებს გადავხედავთ 3 ოთახიანი ბინა გლდანში 4500 დოლარი ღირდა. საბურთალოზე კი 5500 დოლარი. 4 ოთახიანი ჩეხური პროექტის ბინას კი 8000 დოლარად იყიდდით.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 50 ლარს შეადგენდა. ვალუტის კურსი კი 2 ლარის ფარგლებში მერყეობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა