თეგებით ძიება

იცი რამდენი მანქანა მოძრაობს თბილისში? - გაიგე სტატისტიკა

საქართველოს დედაქალაქში, რომლის მოსახლეობაც 1,250,000 აჭარბებს ასიათასობით ავტომობილი მოძრაობს ყოველდღიურად. ეს ქალაქს არამხოლოდ ხმაურიანს ხდის, არამედ სერიოზული ეკოლოგიური გამოწვევების წინაშეც აყენებს. ავტომობილების რაოდენობა ბოლო 15 წელიწადში თითქმის გაორმაგდა და დღეს 685,000-ს ერთეულს აჭარბებს. 

თბილისში დაახლოებით 300,000 ოჯახი ცხოვრობს, რაც ნიშნავს რომ 1 ოჯახზე 2.3 ავტომობილი მოდის. პიკის საათებში დედაქალაქში გადაადგილება ძალიან რთულია. დიდი პრობლემა საპარკინგე სივრცეების დეფიციტიც. ავტომობილების რაოდენობა ვერ შეამცირა სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებამ და მართვის მოწმობის გამოცდის გართულებამ. 

მერია წლებია უშედეგოდ ცდილობს საცობების პრობლემა გადაჭრას. სტატისტიკურად თბილისელები წელიწადში საშუალოდ 100 საათს ანუ 4.2 დღეს ატარებს, რაც მაღალი მაჩვენებელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა