თეგებით ძიება

ბათუმში ბინები გაძვირდა - უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა

ბათუმში, ოქტომბერში ბინები გაძვირდა. შავი ზღვისპირა ქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა Colliers Georgia-მ recov.ge-ზე განაახლა.

"ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,141 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 11%-ით, მ²-ზე 1,014 აშშ დოლარამდე გაიზარდა", - ნათქვამია მიმოხილვაში.

ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 17%-ით, 1,506 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 33%-ით გაიზარდა და 82 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამ პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციები 23%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 27%-იანი კლება დაფიქსირდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა