ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჭკვიანი სახლი - ასრულებული ოცნებების ადგილი
დღეს ჭკვიან სახლზე ბევრი ადამიანი საუბრობს, მაგრამ ეს ოცნებებისა და შესაძლებლობების ზღვარი არაა - რაც უფრო წინ მივდივართ, მით უფრო მეტი მოწინავე სისტემა ჩნდება. მე-20 საუკუნეში ასეთ გამოგონებებზე ფიქრიც კი არ შეეძლოთ, მაგრამ 21-ე საუკუნეში მომავლის სახლი სულ უფრო რეალური ჩანს. ეს უჩვეულო ფორმებისა და ზომების მქონე სასახლე კი არა, მრავალფუნქციური სახლია, სწორად განაწილებული ენერგიის მოხმარებით.
ხელოვნური ინტელექტი, რომლითაც ჭკვიანი სახლია აღჭურვილი, სხვადასხვა მოწყობილობებს ურთიერთქმედების და ადამიანის გარეშე მუშაობის საშუალებას აძლევს. განათების, გათბობის, ელექტრო ტექნიკის და სხვა სისტემების კონტროლი სრულიად დისტანციური გახდება. მოდი, მომავლის სახლების ტექნოლოგიურ აღჭურვილობა და უპირატესობები უფრო ახლოს ვნახოთ.
1. ავტონომია
მომავლის სახლი სრულიად ავტონომიური იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ დედამიწაზე საწვავის მარაგი შეზღუდულია, ჭკვიანი სახლის მუშაობა ძირითადად, განახლებადი წყაროების გამოყენებაზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, ელექტროენერგიას მზის ან ქარის ენერგიიდან მივიღებთ. ბუნებრივი აირისა და ნავთობის გამოყენება შეწყდება ამ რესურსების არაეკოლოგიურობისა და ამოწურვის გამო.
2. სახლზე კონტროლი
სახლის შენებისას მწარმოებლები უახლეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, რომლის წყალობითაც სახლის სისტემა კომპიუტერის ან გაჯეტების გამოყენებით გაკონტროლდება. სისტემის და ყველა მოწყობილობის დისტანციურად მართვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სმარტფონის დახმარებით შეძლებთ.
3. ჟესტების კონტროლი
მომავლის სახლში დამონტაჟებული სისტემა შეძლებს სხეულის მოძრაობების, ჟესტებისა და ხმოვანი ბრძანებების ამოცნობას. სისტემის ინტერფეისი უპასუხებს ისეთ ბრძანებებს, როგორიცაა "ჩართეთ განათება", "ჩართე ტელევიზორი", "აწიე ჟალუზები", "გაშალე დივანი" და ა.შ.
4. სისტემის ინტელექტი
ჟესტების ამოცნობის გარდა, მომავლის სახლის სისტემას შეუძლია თავის პატრონს შეატყობინოს ამინდისა და პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ესაუბროს. ერთ-ერთი ასეთი ჭკვიანი სახლის სისტემას "კლეოპატრა" ქვია.
5. ჭკვიანი სამშენებლო მასალები
მომავლის სახლში ყველაფერი ჭკვიანი მასალისგან იქნება დამზადებული. მაგალითად, კედლები შეძლებენ, რომ Wi-Fi შენობაში დააკავონ, რომ უცხო პირებმა თქვენი ინტერნეტით სარგებლობა ვერ შეძლონ. ფანჯრებმა უშუალო მოვალეობების გარდა, შეიძლება ტელევიზორის ეკრანის როლიც შეასრულონ. ჭკვიანი იატაკი ადამიანების წონით ამოცნობას შეძლებს და საჭროების შემთხვევაში ფეხბურთის ან ჰოკეის სათამაშო მოედანად გადაიქცევა.
6. თბოიზოლაცია და იატაკის ავტომატური გათბობა
ეს ფუნქციები ჭკვიანი სახლის დიზაინში იქნება ჩართული. ისინი სახლში საჭირო ტემპერატურის შექმნიან და გადახურებისა და ტენიანობისგან დაიცავენ. მომავლის სახლის სისტემას შეუძლია მფლობელის ცხოვრების რიტმს მოერგოს - როდესაც ადამიანი ოთახში არ არის გათბობის ინტენსივობა შეამციროს და მისი მოსვლისას გაზარდოს იატაკის გათბობა გაზარდოს.
7. საყოფაცხოვრებო ტექნიკა
ჭკვიანი სახლის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ მაგალითად, მაცივარში დამონტაჟებული პლანშეტი საშუალებას მოგცემთ მუსიკას მოუსმინოთ ან რეცეპტები მოძებნოთ. უკვე დიდი ხანია რობოტი მტვერსასრუტი ადამიანის შეუცვლელი დამხმარე გახდა. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი მოწყობილობა შეძლებს დამოუკიდებლად მუშაობას, ადამიანის ჩარევის გარეშე.
8. ჭკვიანი ჟალუზი
მომავლის სახლს ჟალუზების ავტომატური დაშვება შესაძლებლობა აქვს. ეს ოთახს გადახურებისა და მზის სხივებისგან დაიცავს, რის გამოც კონდიციონერის გამოყენება ხშირად გიწევთ. ჭკვიანი ჟალუზები ენერგიის დაზოგვაში და განათების დონის რეგულირებაში დაგეხმარებათ.
9. LED განათება
შუქდიოდური ნათურები ჩვეულებრივისგან განსხვავებით, არ ცხელდებიან და ხანგრძლივი მომსახურების ვადა აქვთ. ჭკვიან სახლში მათი ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილზე განათავსება შეიძლება, რომ განათება სწორად და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე გაანაწილონ.
10. ავტომატური კონდიციონერი
ეს უბრალოდ კონდიციონერი არ არის, რომლის ინტენსიური მუშაობა ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს. ავტომატურ კონდიციონერს შეუძლია სახლის ყოველი მონაკვეთის რადიაცია ინფრაწითელ დიაპაზონში გაზომოს და ამ მონაცემების საფუძველზე, ჰაერის ცივი ნაკადები ყველაზე ცხელი ადგილებისკენ მიმართოს.
11. სითბოს დაბრუნება
რეკუპერატორი (ჰაერის გამაგრილებელი) მომავლის სახლის სავენტილაციო სისტემაშია ჩაშენებული. ეს მოწყობილობა მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის მოხმარებას ჰაერის გათბობისა და გაგრილებისთვის.
12. ტუალეტი მომავლის სახლში
მომავლის სახლის ტუალეტი ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავდება. გარდა იმისა, რომ თავის ძირითად ფუნქციას ასრულებს, ის პატრონის ფეკალურ მასებს ანალიზს უტარებს და ინფექციის ან დაავადების შესახებ აფრთხილებს.
13. აბაზანა
ჭკვიანი სახლის გაუმჯობესებულ აბაზანაში ნებივრობის დროს მფლობელს საშუალება ექნება აბაზანაში ჩაშენებულ ეკრანზე ტყე, ზღვა ან ნებისმიერი სასურველი ადგილი გამოსახოს და უსიკისა და სპეციალური სათვალეების დახმარებით სხვა რეალობაში ჩაიძიროს.
14. ტრანსფორმირებადი ავეჯი
მომავლის სახლის ყველა ავეჯი მრავალფუნქციურია - ჭკვიანი სახლის კომპაქტური დივანი შეიძლება ერთ წუთში ფართო საწოლად გადაიქცეს, სასადილო მაგიდა შეიძლება ყავის მაგიდის ზომამდე შემცირდეს, კარადა კი საჭიროების შემთხვევაში, გაფართოვდეს.
როგორც ხედავთ, მომავლის სახლი ასრულებული ოცნებების ადგილია, რომელიც თავისი პატრონის ცხოვრებას მშვიდს, კომფორტულს და ბედნიერს გახდის.