ბათუმში გაყიდვები შემცირდა - რა ხდება ბაზარზე?
ბათუმში 2024 წლის 9 თვეში 10,895 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წლიურად 10.7%-იანი კლებაა. კვლევითი ორგანიზაცია Galt & Taggart-ის განახლებული რეგიონალური მონაცემების მიხედვით, კლება ფიქსირდება როგორც პირველად, ასევე მეორად (ძველი აშენებული კორპუსები) ბაზრებზე, ამის მიუხედავად კი ფასი თვიდან თვემდე მცირედ ზრდას აჩვენებს.
ამის მიზეზად რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და პოლიტიკური არასტაბილურობით გამოწვეული ვალუტის რყევა შეიძლება ყოფილიყო. მიუხედავად ამისა მოსალოდნელია რამდენიმე დოლარით 1 კვ.მ.-ზე ფასების ზრდა (ამჟამად ფასი 1400 დოლარია).
მიწოდებას რაც შეეხება მოსალოდნელია, რომ გაიზრდება მიწოდებაც, რათა შევინარჩუნოთ ბაზარზე საინვესტიციო მიმზიდველობა.