თბილისში, ოქტომბერში 3 865 ბინა გაიყიდა - გაიგეთ, როგორ შეიცვალა ფასები?
თბილისში, 2024 წლის ოქტომბერში 3,865 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კვლევითი ორგანიზაცია Colliers Georgia-ის მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 22%-ით, 274 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.
23%-ით გაიზარდა ახალი ბინების გაყიდვები, ხოლო 8%-ით შემცირდა მეორადი ბინების შემთხვევაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფასები გარეუბნებში მკვეთრად გაიზარდა ცენტრთან შედარებით. თბილისის გარეუბნებში 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ცენტრში კი 1%-ით შემცირდა.
ჯამში, 1 კვ.მ. ბინის საშუალო ღირებულება თბილისში დაახლოებით 1100 დოლარია (ახალი და მეორადი), ხოლო ახალაშენებული ბინების შემთხვევაში თითქმის 1300 დოლარს უდრის.