გლდანი, კრწანისი, ისანი - ნახეთ რომელ უბნებში გაიზარდა უძრავ ქონებაზე ფასები ყველაზე მეტად?
სექტემბერში, ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა ისანში, კრწანისსა და გლდანში. ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ყოველთვიური მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდასა და ვაკეში მცირედით ჩამორჩება $2000-ს.
რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დიდ დიღომსა და კრწანისში დაფიქსირდა.
ამასთან, თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში, დიდი დიღომი ინარჩუნებს თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის ყველაზე დიდ წილს და მთლიანი გაყიდვების 26%-იან წილს იკავებს, ხოლო რიგით მეორეზე ადგილზე საბურთალოა, 15%-იანი წილით.