თეგებით ძიება

ბეტონის ფაქტურა - ინტერიერის სტილის ტრენდული ელემენტი (ფოტოები)

თუ ადრე ბეტონს მხოლოდ მშენებლობებსა და ექსტერიერში იყენებდნენ, ბოლო პერიოდში მან დანიშნულება შეიცვალა და ინტერიერის სტილის მნიშვნელოვანი და ტრენდული ელემენტი გახდა. დღეს ბეტონი გამოიყენება იატაკსა თუ ჭერზე, კედელზე, ავეჯისა და დეკორატიული დეტალების სახით. მისი დახმარებით სივრცეს შეგიძლიათ მრავალფეროვანი, საინტერესო და სახასიათო იერი მიენიჭოთ. გარდა ვიზუალური მახასიათებლებისა, ბეტონი პრაქტიკულობითაც გამოირჩევა.

მოდით, გავიგოთ მინიმუმ 3 მიზეზი, რატომ უნდა გამოვიყენოთ ბეტონი ინტერიერში:

1. საინტერესო ფაქტურა - არაერთგვაროვანი ზედაპირი და ბეტონის ცივი ელფერები ქმნიან უნიკალურ და საინტერესო გარემოს დიდი ხარჯების და მატერიალების სიმრავლის გარეშე.

2. ჰარმონიული შეხამება სხვა მასალებთან - ბეტონთად ერთად თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ  ხის, მეტალის, მინის, აგურის მასალები და სხვადასხვა ქსოვილები.

3. მინიმალური ძალისხმევა - თქვენ შეგიძლიათ კედლები უბრალოდ გაათავისუფლოთ სხვადასხვა ფონებისგან და ბეტონის ფაქტურა უბრალოდ სპეციალური დამცავით გადაღებოთ – ეს სრულიად საკმარისი იქნება.

ბევრმა არ იცის, რომ ბაზარზე ბუნებრივი ბეტონის იმიტაციებიც არსებობს. ისინი ბევრად უფრო პრაქტიკულიცაა და ბიუჯეტურიც.

ბუნებრივი ბეტონის იმიტაციები იქმნება დეკორატიული ფითხით. ზემოდან კი ესმევა ორ კომპონენტიანი წყალგამძლე ლაქი, როგორც პრიალა, ასევე მატე. იგი შეგიძლიათ გააკეთოთ  ნებისმიერ სივრცეში - როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში.

ბეტონის იმიტაციები, თუ მას სწორად დაამუშავებთ, ბუნებრივ ბეტონზე არანაკლებ გამძლეა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც მთავარია მას გააჩნია წინააღმდეგობა ტენიანობის მიმართ, არის ბუნებრივ ბეტონზე არანაკლებ გამძლე და მარტივია მოსავლელად. 

საერთო ჯამში, ბეტონის იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ორიგინალურ, ელეგანტურ და დინამიურ დეკორაციას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა