თეგებით ძიება

ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციისგან იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ - მამუკა მდინარაძე

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს თქვა, „ეს იყო აგენტურული ოპოზიციის მიერ განხორციელებული ექსტრემიზმი“.

„არ შეიძლება ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს. ამას ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს. იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში მათ ეს მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.

ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც წინა დღეების განმავლობაში საქართველოში ჩამოვიდნენ, წააქეზეს აგენტურაა, აქ „მაიდნისკენ“ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა