ბინა თუ კერძო სახლი? - იქნებ ორივე ერთად! ახალი შეთავაზება ბინის მსურველთათვის!
მიუხედავად იმისა, რომ თბილისელების 2/3 მაღალსართულიან კორპუსებში ცხოვრობს, გამოკითხულთა უმეტესობას მაღალი შენობები არ უყვარს, ბევრი კი საერთოდ კერძო სახლს არჩევს. ხმაურიან ქალაქში მეტად დასაფასებელი გახდა სიმყუდროვე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.
ბინასაც და კერძო სახლსაც აქვთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები. როგორც წესი კორპუსების გარშემო უფრო განვითარებულია ინფრასტრუქტურა, ასევე ბინის კომუნალური ხარჯები უფრო მცირეა ხოლმე. კერძო სახლი კი უფრო მშვიდ გარემოს, ვიწრო სამეზობლოსა და ახლო ურთიერთობებს განაპირობებს.
სამშენებლო კომპანია UX Development-ი გთავაზობთ ოთხ 4 სართულიან პროექტს რატევანის ქუჩაზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ. მ/ს ღრმაღელედან 15 წუთში, სანზონაში, ქალაქის ფართო ცენტრში. დახვეწილი ევროპული არქიტექტურის ეს ნიმუში, თავის თავში აერთიანებს კერძო სახლისა და ბინის უპირატესობებს.
სჯობს იჩქარო! ისარგებლე აქციით და შეიძინე ბინა 1 კვ.მ. 1050-დან! დარჩენილია რამდენიმე ბინა! შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის საიტს ან დაუკავშირდეთ ნომერზე: 2 15 55 15