თეგებით ძიება

"მკვლელს ზედმეტსახელად "ტარაკანას" ეძახიან... ადრეც ისე სცემა ციკო, ძლივს გადარჩა" - მკვლელობა 7 წლის შვილის თვალწინ

ფე­მი­ცი­დის მო­რი­გი სას­ტი­კი ფაქ­ტი სა­გა­რე­ჯო­ში 11 ნო­ემ­ბერს მოხ­და. მო­ძა­ლა­დე მა­მა­კაც­მა ყო­ფილ ცოლს სახ­ლში მი­ა­კი­თხა და ქვით თავი გა­უ­ჩეჩ­ქვა, რის შემ­დეგ თა­ვად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ახალ­გაზ­რდა ქალი იმა­ვე დღეს სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, იქი­დან თბი­ლის­ში, "ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში", სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ექი­მე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე ცდი­ლობ­დნენ და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნას, სამ­წუ­ხა­როდ, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

21 ნო­ემ­ბერს, ქალი "ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში" გარ­და­იც­ვა­ლა. ამ სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი ციკო სუ­ლი­კაშ­ვი­ლია. ის მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლი იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­ზე ძა­ლა­დო­ბის ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა. წლე­ბის მან­ძილ­ზე ძა­ლა­დობ­და მას­ზე ქმა­რი. თა­ვის დრო­ზე მათი ოჯა­ხი სწო­რედ ძა­ლა­დო­ბის გამო და­ინ­გრა. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ასე სას­ტი­კად გა­უს­წორ­და ცოლს, სწო­რედ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს და ცი­ხი­დან ამ­ნის­ტი­ით ახა­ლი გა­მო­სუ­ლია.

"არ ვიცი რა ვთქვა, უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტია. თავ­ში ქვა ურტყა ყო­ფილ­მა ქმარ­მა, სას­ტი­კად სცე­მა სა­წყა­ლი გოგო. სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს რე­ა­ნი­მო­ბი­ლით, იქ იწვა რამ­დე­ნი­მე დღე. იმას ვთხოვ­დით ღმერ­თს, რომ რო­გორ­მე გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ გა­ვი­გეთ რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ის არამ­ზა­და მო­ძა­ლა­დე ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბის­თვის სას­ჯელს იხ­დი­და და ახლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­მო­უშ­ვეს ცი­ხი­დან, ამ­ნის­ტია შე­ე­ხო. ციკო ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი იყო, ორი შვი­ლი დარ­ჩა. რო­გორც ვიცი, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც ყო­ფი­ლა გა­მო­ცე­მუ­ლი მო­ძა­ლა­დის მი­მართ.ამის მიუხედავად სახლში მიაკითხა, ვითომ შვილი უნდოდა ენახა. შვილის ნახვის საბაბით მივიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეტყობა წინასწარ ჰქონდა განზრახული მკვლელობა, სახლიდან გაიტყუა გარეთ და ქვით გაუჩეჩქვა თავი, უთქვამს გამოდი სალაპარაკო მაქვსო და ესეც გასულა, აბა რას წარმოიდგენდა, რომ ასე გაუსწორდებოდა. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, რომ საწყალ გოგოს ვერავინ მიეშველა. ეს გოგო კლინიკაში იწვა და დღეს გარდაიცვალა. რატომღაც არ გახმაურდა მაშინ ეს ფაქტი. ძალიან განვიცდით ამ ამბავს. ორი შვილი ჰყავთ, 18 წლის და 7 წლის. ციკო ძალიან კარგი გოგო იყო, ძალიან გვტკივა გული", - ამბობს ადგილობრივი.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

"როგორც სჩვევიათ, ასეთ მოძალადეებს, მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ასეა ხოლმე, როცა ასეთი ავადმყოფები არიან. ძალიან შეძრული ვარ ამ ფაქტით. ციკო ჩემს მეზობლად ცხოვრობს, მასთან ისეთი ურთიერთობა არ მქონდა, რომ მოეყოლა თავისი პირადი ამბები, მაგრამ მეზობლებისგან ვიცი, რომ ქმარი მას სისტემატურად წლების განმავლობაში ძალადობდა. მორიგი ასეთი შემთხვევა მოხდა წელიწადნახევრის წინ, მაშინაც მძიმედ ნაცემი იყო, მაშინ საწყალი გოგო გადარჩა, მაგრამ უჩივლა და დააჭერინა ამ ძალადობისთვის. ამიტომ იხდიდა სასჯელს ეს მოძალადე. ციხეში იჯდა, დაჭერილი იყო, ახლა როგორც გავიგე, ამ საწყალ გოგოს თავისი საჩივარი უკან გამოუტანია, ამნისტიაც შეეხო და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა მოძალადე ციხიდან. დამნაშავე მიშა სუხიშვილია, უბანში მეტსახელად ტარაკანას ეძახიან. ეს გოგო თავისი მშობლების სახლში იყო. საგარეჯოს ცენტრში ცხოვრობს, კერძო სახლი აქვთ. დედა გარდაცვლილი ჰყავს, ორი წელი არ იქნება, რაც ციკოს ძმაც გარდაეცვალა და სახლში მამასთან, მოხუც ბებოსთან და თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. იმ საღამოს ყოფილ ქმარს მიუკითხავს სახლში. სახლში მასთან სტუმრად იყო ციკოს მეგობარი გოგო და თურმე ყავას სვამდნენ ერთად. ამ დროს გაუყვანია ეზოში. სადღაც 5 წუთი არ გაგრძელებულა მათი საუბარი თუ კონფლიქტი, მალევე ძალიან დიდი ქვა აუღია და ურტყა საწყალ გოგოს თავში. უმძიმესი ამბავია, გამეორებაც მიჭირს. ბებია ტელევიზორს უყურებდა და მას არ გაუგია ხმაური, მამა უკვე იწვა საწოლში. სახლში სტუმრად მყოფი გოგო გავარდნილა ყვირილზე და ის რომ მივიდა, გოგო უკვე ძირს ეგდო და დამნაშავეც გაიქცა. ამ შემზარავ ფაქტს შეესწრო მათი 7 წლის ბიჭი. ბავშვმა ნახა ეს ყველაფერი. მეგობარმა, რომ ნახა ასეთ საშინელ დღეში გოგო, სასწრაფოდ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. მალე მოვიდა პატრული და სასწრაფო, დამნაშავე უკვე გაქცეული იყო. საწყალი გოგო ჯერ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს და შემდეგ რეანიმობილით "ინგოროყვაში". თავი იმხელაზე ჰქონდა შეშუპებული, რომ სახე არ უჩანდა საწყალსო. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ ეჭვიანობა იყო, როგორც სჩვევიათ ასეთ ავადმყოფებს. დამნაშავის დედას უთქვამს, მიშა სახლში იყო, აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო, ვიღაცამ დაურეკა, გავარდა სახლიდან და ნახევარ საათში ეს ამბავი გავიგეო. პათოლოგი და ავადმყოფია ასეთი მოძალადეები. მიშა სუხიშვილს არავინ ახასიათებს დადებითად. ეს გოგო "სპარში" კონსულტანტად მუშაობდა, შრომობდა და ზრდიდა ორ შვილს. მეგობარს უთქვამს, ისე უცებ მოხდა ყველაფერიო, რომ გავედი უკვე ყველაფერი მომხდარი იყოო, ძირს ეგდოო. საშინელებაა ასეთი სისასტიკე, ის უნდა ჩალპეს ციხეში. არ ვიცი როგორ შეიძლებოდა ასეთი მოძალადის გარეთ გამოშვება, ან ამ გოგომ თვითონ რატომ გამოიტანა საჩივარი, არ უნდა გამოეტანა, უნდა დაისაჯოს იქ, მაგრამ მომხდარს არაფერი ეშველება. მიშა სუხიაშვილია მკვლელი, მეორე დღეს ჩაბარდა პოლიციას",- ამბობს მეზობელი.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა