თეგებით ძიება

"ჩვენი ინფორმაციით, 16 დეკემბერს საქართველოში არეულობის მოწყობა იგეგმებოდა..." - მამუკა მდინარაძე

16 დე­კემ­ბერს ევ­რო­საბ­ჭოს სხდო­მა იმარ­თე­ბა - ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამ დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბო­და იმა­ზე დაყ­რდნო­ბით, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნა­ზე უარი უნდა ეთ­ქვა - ეს გეგ­მე­ბი ჩა­ვუ­შა­ლეთ და ეს მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი წა­ვარ­თვით მათ,- ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ის "მთე­ლი მომ­დევ­ნო ოთხი წლის გეგ­მე­ბი ამა­ზე იყო აწყო­ბი­ლი".

"16 დე­კემ­ბერს ევ­რო­საბ­ჭოს სხდო­მა იმარ­თე­ბა და ამ თა­რიღ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი აგენ­ტუ­რუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მთლი­ა­ნი გეგ­მე­ბი. ვერ მო­გა­ტყუ­ებთ, ევ­რო­საბ­ჭო­დან რა­ი­მე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და-თქო, მაგ­რამ ჩვენ ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, რომ მათი გეგ­მე­ბით, 16 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბო­და იმა­ზე დაყ­რდნო­ბით, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნა­ზე უარი უნდა ეთ­ქვა. რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ, რომ ყვე­ლა შე­მოდ­გო­მა­ზე და გა­ზა­ფხულ­ზე ასე­თი არე­უ­ლო­ბის მცდე­ლო­ბებს ექ­ნე­ბო­და ად­გი­ლი, ვგუ­ლის­ხმობთ, რომ წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, ამ პე­რი­ოდ­ში იგეგ­მე­ბა და ტარ­დე­ბა ხოლ­მე ევ­რო­საბ­ჭოს სხდო­მა, სა­დაც ასე­თი სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა. მთე­ლი მომ­დევ­ნო ოთხი წლის გეგ­მე­ბი ამა­ზე იყო აწყო­ბი­ლი.

სა­ერ­თოდ არ მო­ვიდ­ნენ და არ გა­აპ­რო­ტეს­ტეს მთავ­რო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის დღე. ისი­ნი მთელს გეგ­მებს აწყობ­დნენ 16 დე­კემ­ბერ­ზე.

16 დე­კემ­ბერს უნდა მომ­ხდა­რი­ყო არე­უ­ლო­ბა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ევ­რო­საბ­ჭომ და ევ­რო­კო­მი­სი­ამ უარი უთხრა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნა­ზე. ეს გეგ­მე­ბი ჩა­ვუ­შა­ლეთ და ეს მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი წა­ვარ­თვით მათ. ეს პა­სუ­ხი ჩვენს იმ მომ­ხრე­ებს იმ კი­თხვა­ზე [რო­მე­ლიც მათ აქვთ] - რად გინ­დო­დათ ახლა და რაღა მა­ინც და მა­ინც ახლა, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ცხრა და ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ არ­სე­ბობ­დაო“,- გა­ნა­ცხა­და მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა