თეგებით ძიება

„სალომე ზურაბიშვილის მავნებლობის დონე ყოველგვარ ზღვარს გასცდა - სამართალდამცავებს ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებს“ - ნიკოლეიშვილი

„ამ ქალბატონის მავნებლობის დონე ყოველგვარ ზღვარს გასცდა, ის ნამდვილი სახელმწიფო დამნაშავეა. ზურაბიშვილი სამართალდამცავებს, რომელთა ქმედებაზეცაა დამოკიდებული მართლწესრიგის შენარჩუნება ამჯერად ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებს“,– წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფრანგულ საზოგადოებრივ რადიოში გაკეთებულ განცხადებაზე.

მისივე თქმით, ვადის ამოწურვის შემდეგ არ უნდა გაძნელდეს სალომე ზურაბიშვილისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

„ამ ქალბატონის მავნებლობის დონე ყოველგვარ ზღვარს გასცდა, ის ნამდვილი სახელმწიფო დამნაშავეა. ზურაბიშვილი სამართალდამცავებს, რომელთა ქმედებაზეცაა დამოკიდებული მართლწესრიგის შენარჩუნება ამჯერად ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებს. ვადის ამოწურვის შემდეგ მგონი არ უნდა გაძნელდეს მისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამად რუსული რეპრესიები მიმდინარეობს:

„დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა. მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა