"მოსიყვარულე ალექსი ასე როგორ გაიმეტეს... დღეს ჩემს შვილს გაუხვრიტეს შუბლი, ხვალ სხვისას გაუხვრეტენ" - ემიგრაციაში მყოფი დედა შვილზე, რომელიც აქციაზე მძიმედ დაშავდა
3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას 21 წლის ალექსი თირქია დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭს სავარაუდოდ გაზის კაფსული მოხვდა და ის ახლა ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
შვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ალექსის დედამ ემიგრაციაში დედამთილისგან გაიგო. ალინე თირქია, რომელიც მეუღლესთან ერთად პოლონეთში იმყოფება, AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს:
"დედამთილმა დამირეკა და ალექსის ამბავი მითხრა. გაზის კაფსულა მოხვდა, შუბლი აქვს გატეხილი, კიდე კარგი მხედველობა არ დაუზიანა. ტვინის შეშუპება აქვს. ასე როგორ იმეტებენ ახალგაზრდობას. აყვავებულ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ, ამიტომ ვარ ვართ ემიგრაციაში მე და ჩემი მეუღლე, უკვე მესამე წელია. ალექსის გუშინ ვესაუბრე საღამოს.
სახლში აპირებდა წასვლას, შემდეგ მიბრუნებულა აქციაზე მეგობართან ერთად და სწორედ ამ დროს მოხდა ეს საშინელი ფაქტი. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. საზოგადოებას მოვუწოდებ, თავი არ შესწირონ ამ უგუნურებს, ვინც თავის ხალხს არ ინდობს. დღეს ჩემს შვილს გაუხვრიტეს შუბლი, ხვალ სხვის შვილს გაუხვრეტენ. მოსიყვარულე ალექსიმ, ვის რა უნდა დაუშავოს, როგორ გაიმეტეს ასე".
დაშავებულის მამიდა ეკა თირქია, სოციალურ ქსელში წერს:
"მეგობრებო, სათითაოდ ვერ გპასუხობთ ყველას. დავპოსტავ ხოლმე, ალექსის მდგომარეობას. ჩაუტარდა ოპერაცია და იმყოფება პოსტოპერაციულ მდგომარეობაში. ხელოვნურად დააძინეს დილამდე, დინამიკაში ნახავენ შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას. აქვს შეშუპება და ვერ მოხერხდა ოპერაციის დასრულება. აუცილებლად, კარგად გახდება, სხვა გზა არ აქვს. ალექსი თირქია ტატუ მასტერია და ზუგდიდიდან არის.
თუმცა როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება, ბოლო პერიოდში თბილისში ცხოვრობდა.
- მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პროგრესი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ არც რეგრესია. სანამ ტვინის შეშუპება არ ჩაცხრება, ხელოვნურ კომაში ეყოლებათ. ალექსი ამ ეტაპზე თბილისში ცხოვრობს და აქციაზე იყო გვიან ღამით. პირველად იყო აქციაზე. ვეკონტაქტებოდი მომხდარიდან 1-2 საათით ადრე, მაგრამ მაშინ არ უთქვამს რომ აქციაზე იყო. ალექსი არის ძალიან პოზიტიური უბოროტო უკეთილშობილესი მოსიყვარულე კომუნიკაბელური, უამრავი ნიჭის მატარებელი და კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება