თეგებით ძიება

საუკეთესო ბინა გასაქირავებლად - რა უნდა გაითვალისწინოთ არჩევისას?

ბინას ადამიანი ძირითადად საცხოვრებლად ყიდულობს, თუმცა ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება მისი გაქირავების მიზნით შეძენა. უძრავი ქონების ფასი ყოველდღიურად იმატებს, ამიტომ ეს მართლაც საუკეთესო ინვესტიციაა. 

თუმცა იმისთვის, რომ უძრავმა ქონებამ სტაბილური ან/და მზარდი შემოსავალი მოგვიტანოს, მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალის გათვალისწინება:

1. გადახდის მოკლე ვადა - ბინის ყიდვის პროცესი არ უნდა გაგრძელდეს ძალიან დიდხანს. ზოგჯერ ადამიანი იპოთეკას 10-15 წელიც კი იხდის. ასეთ დროს, ბუნებრივია, გასაქირავებელი ქონება მხოლოდ თავის თავს თუ გამოისყიდის, ან საუკეთესი შემთხვევაში მხოლოდ მცირე მოგებას მოიტანს; 

2. მცირე ფართი - ყველაზე ხშირად ბინის ქირაობა სტუდენტებს, ახალგაზრდა წყვილებს ან მივლინებაში მყოფებ პირებს უწევთ. ადამიანების ამ კატეგორიას ბინის ფართზე და მის დაგეგმარებაზე დიდი მოთხოვნა არ აქვთ, მათთვის მთავარია კომფორტი. აქედან გამომდინარე, პატარა ფართის ბინები (სტუდიო, ერთოთახიანი ბინები და აპარტამენტები) უფრო მარტივად და სწრაფად ქირავდება;

3. ადგილმდებარეობა - განვითარებულ ინფრასტრუქტურებთან და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან სიახლოვე კიდევ ერთი უპირატესობაა. ამიტომ სანამ  ბინას შეიძენთ, კარგად განსაზღვეთ რამდენად ახლოსაა იგი მეტროსთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან, სავაჭრო ცენტრებთან, ბანკებთან, აფთიაქებთან და სხვა;

4. ბინის მდგომარეობა - მიუხედავად იმისა, დამქირავებელი 1 დღით ქირაობს ბინას თუ რამდენიმე თვით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტია. კომფორტს კი, როგორც წესი, ქმნის თანამედროვე რემონტი, მოხერხებული ავეჯი, თანამედროვე ტექნიკა და ა.შ. 

და ბოლოს... ყველაზე ხშირად დასმული კითხვა - ახალაშენებულ კორპუსში უფრო მომგებიანია ბინის შეძენა თუ მეორადში?

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, რადგან ორივე ვარიანტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს:

ახალაშენებული ბინები

თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა სახლების მშენებლობისას გამოიყენონ ისეთი თანამედროვე და ხარიხიანი მასალები, რომლებიც გამოირჩევიან სიმტკიცით, თბო და ხანძარსაწინააღმდეგო თვისებებით, ეკოლოგიურეობით და ა.შ. 

ასევე, საინჟინრო კომუნიკაციები, ელექტროობა, გათბობის სისტემები, გაზისა და წყლის გაყვანილობა და ა.შ. ახალაშენებულ კორპუსებში უფრო მეტად მოწესრიგებული, გამართული, უსაფრთხოა და ექსპლუატაციის ვადაც უფრო ხანგრძლივი აქვს.

ახალაშენებულ ბინებში დაგეგმარება უფრო ფუნქციური, თანამედროვე და კომფორტულია. სივრცეც მეტია და შეგიძლიათ ბინის დასრულებამდე თქვენი სურვილითა და გემოვნებით გადააგეგმაროთ. ბინის კვადრატულობის არჩევაც თქვენი მოთხოვნისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში შეგიძლიათ.

თანამედროვე კორპუსებს ისე აშენებენ, რომ მათ მიმდებარედ გათვალისწინებულია სხვადასხვა ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის განთავსებაც. თითქმის ყველა ახალაშენებულ კორპუსს აქვს საკუთარი დაცული სადარბაზო, მოწესრიგებული ეზო, სკვერი, საბავშვო მოედნები... კორპუსის პირველ სართულებზე - კომერციული ფართები, სადაც შემდგომში მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები და სხვა აუცილებელი ობიექტები იხსნება.

მეორადი ბინები

მეორადი ბინების არჩევანი არცთუისე დიდია და უპირატესეობებიც არცთუისე ბევრი, თუმცა მათ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ არ გიწევთ მშენებლობის ან რემონტის პროცესის დასრულების ლოდინი და გაქირავება ყიდვისთანავე შეგიძლიათ. გარდა ამისა, ძველი სახლების ირგვლივ უკვე მზა განვითარებული ინფრასტრუქტურა არსებობს. 

თუ თქვენ მეორად ბინას ძველ თბილისში შეიძენთ (სადაც ასეთი ბინები მრავლადაა), გაქირავებისას ის გაცილებით მეტ მოგებას მოგიტანთ, თავისი დიდი ტურისტული პოტენციალის გამო...

რაც შეეხება მეორადი ბინის მინუსებს, ისინი საკმაოდ ბევრია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლით: შენობის სიძველე და ხშირად ავარიულობაც, მოძველებული რემონტი, გაუმართავი გაყვანილობა, მოუწესრიგებელი ეზოები და სადარბაზოები და ა.შ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა