თეგებით ძიება

პოლიციელებმა დაკავებისას ელისაშველის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანდო მოპყრობაზე.

მან ასევე, გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„დაკავებული ალეკო ელისაშველის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორცილდა არაპროპორციული ძალა, ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ, მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით, ამასთან იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრამვის შესახებ.

ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახირს, აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი“,- განაცხადა იოსელიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა