თეგებით ძიება

ქვეყნები, სადაც 2024 წელს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი იყო

თუ საზღვარგარეთ ცხოვრებას და უძრავი ქონების შეძენას გეგმავთ და გაინტერესებთ რომელ ქვეყნებშია ყველაზე ძვირადღირებული ან ხელმისაწვდომი უძრავი ქონება, ეს სტატია თქვენთვისაა. როგორც წესი, საცხოვრებელი ფართობის დაბალი ღირებულება არახელსაყრელ გარემოსა და კლიმატთან, პოლიტიკურ არასტაბილურობასა და მენტალიტეტის თავისებურებებთან ასოცირდება, თუმცა, ბევრი მზადაა ამას შეეგუოს, როცა საქმე ფინანსურ სარგებელს ეხება. ერთად ვნახით სად შეიძლება უძრავი ქონების იაფად შეძენა.

ეკვადორი

ბოლო წლებში ინვესტორთა ინტერესი სამხრეთ ამერიკის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც  გონივრული მიგრაციული პოლიტიკის დამსახურებაა. ქვეყნის ხელისუფლებამ ღირსეული ნაბიჯი გადადგა და ახლა ეკვადორში ბინადრობის მოწმობის აღება შეუძლია ყველას, ვინც უძრავ ქონებას შეიძენს. გარდა ამისა, სტატუსის მქონე მოქალაქეს უამრავ ქვეყანაში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა ეძლევა. 

ტაილანდი

ეს ტურისტული სამოთხეა, სადაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩადიან, რომ რამდენიმე დღე მიწიერი პრობლემებისგან შორს გაატარონ ან სამუდამოდ საცხოვრებლად დარჩნენ. განვითარებული ინფრასტრუქტურა, კეთილგანწყობილი ადგილობრივი მოსახლეობა, ხელმისაწვდომი ფასები და მდიდარი სამზარეულო უძრავი ქონების შეძენის მთავარი არგუმენტებია. ერთადერთი პრობლემა უცხოელებისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემაა, თუმცა ამ პრობლემას გრძელვადიანი იჯარა აგვარებს. ტაილანდში შეგიძლიათ შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა, თუმცა გარკვეული პირობებით. ამ ქვეყანაში სახლის ყიდვა საშუალოდ, 100 000 დოლარი ღირს.

ბრაზილია

ბრალიზია კონტრასტების ქვეყანაა, სადაც ერთმხრივ, პლანეტაზე ყველაზე დიდი კარნავალი იმართება, მეორე მხრივ კი ადგილობრივ ბანდებსა და გასამხედროებულ პოლიციას შორის მუდმივი შეტაკებებია. თუმცა,  ალტერნატივაც არსებობს - კუნძული იტამარკა, სადაც ყოველთვის სიმშვიდე და იდილიაა. კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტია პატარა რიო - ქალაქი ვილა ველია, რომელიც სანაპიროზე მდებარეობს და გარშემო ულამაზესი ტყეები აკრავს. ამ სამოთხეში დასვენება დაახოებით, 45-50 ათასი დოლარი დაგიჯდებათ.

კოლუმბია

თუ კოლუმბიის დიდ ქალაქებს გასცდებით, შეიძლება უძრავი ქონება სრულიად მისაღებ ფასად ნახოთ. მაგალითად, კოლუმბიის სიდიდით მესამე ქალაქ კალიში კეთილმწყობილი ბინის პოვნა 35-40 ათას დოლარად შეიძლება. 

მექსიკა

თუ მხოლოდ კრიმინალურ თემატიკაზე გადაღებული ფილმების მიხედვით არ ვიმსჯელებთ, მექსიკაში უსაფრთხოების საკმარისი დონეა. ალამოსში ან ხალაპა ენრიკესში 40 ათას დოლარად შეგიძლიათ შესანიშნავი ხედის მქონე, დიდი სახლი შეიძინოთ. ტურისტების  რაოდენობამ ამ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება უზრუნველყო, ასე რომ ნამდვილად არ მოიწყენთ. 

დომინიკის რესპუბლიკა

რეგულარული ინვესტიციების გამო, ამჟამად ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობაა, თუმცა უძრავ ქონებაზე ფასები ჯერჯერობით, იგივე რჩება.  ზღვისპირა სოსუაში, კაბარეტეში ან ბავაროში დღეს შეიძლება ბინა 48 -50 ათას დოლარად შეიძინოთ. მსოფლიოში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტემპით თუ ვიმსჯელებთ, მომავალ წელს ზემოხსენებულ ქალაქებში ბინის ფასი 30-40%-ით გაიზრდება.

იტალია

ტურისტებში პოპულარობის მიუხედავად, რომის, მილანის ან ნეაპოლის ფარგლებს გარეთ უძრავი ქონება საკმაოდ მისაღებ ფასებში იყიდება. თუ დისტანციურად მუშაობთ, შეგიძლიათ სარდინიაში კომფორტული ბინა იპოვოთ. იტალიის ერთ-ერთი ქალაქის მერი მყიდველებს სახლებს 1 ევროდ სთავაზობს, მხოლოდ იმ პირობით, რომ მყიდველი ძველი შენობების აღდგენაში სულ მცირე, 25 000 ევროს დახარჯავს და 5 წლის განმავლობაში ბინის გაყიდვაზე ფიქრს თავში არ გაივლებს.

სულ რაღაც 50 000 ევროდ შეიძენთ კომფორტულ ბინას აბრუცოში - „ყველაზე იტალიურ ქალაქში“, სადაც უგემრიელესი სამზარეულო, ულამაზესი სანაპირო და ძველი ქალაქების სიმყუდროვეა. 

მონტენეგრო

ეს არის ქვეყანა, რომელიც ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, ფინანსების და სხვა სფეროების მაღალ სტანდარტებამდე მიყვანით ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. ამის გამო მონტენეგროში უძრავი ქონების ფასები ნელ-ნელა იზრდება, თუმცა ჯერჯერობით, სრულიად მისაღებია. 

საკურორტო ქალაქში ვრცელი და ნათელი ბინის შეძენა 50-60 ათას დოლარად შეიძლება, უფრო დაბალი დონის საცხოვრებელი კი მხოლოდ 20 ათასი დოლარი ღირს. ხელმისწვდომი ფასების, დაბალ გადასახადების, ემიგრანტებისთვის დაწესებული შეღავათების და ადგილობრივი მოსახლეობის ლოიალური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მონტენეგრო საცხოვრებად ერთ-ერთი მისაღები ვარიანტია.

საბერძნეთი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანა ადამიანებს უძრავი ქონების ფასებით და ინვესტიციებით სარგებლობის შესაძლებლობით იზიდავს. მაგალითად, თუ კუნძულ კრეტაზე ბინას 45-50 ათას დოლარად შეიძენთ, მისი ტურისტებზე გაქირავება და შემოსავალის მიღება შეგიძლიათ.

პარაგვაი

ამ პატარა ქვეყანაში კლიმატური ზონების ფართო არჩევანია: უდაბნოები, ტროპიკული ტყეები, ჩანჩქერები და მყუდრო ხეობებში მჩქეფარე მდინარეები. თუ სიმშვიდე და განმარტოვებით ცხოვრება მოგწონთ, მაშინ პარაგვაი თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონში 25-30 ათას დოლარად კარგი ბინის, 60 ათას დილარად კი სახლი შეძენა შეიძლება.

ახლა კი 2024 წელს ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების ათეულს შემოგთავაზებთ.

ჰონგ კონგი

მრავალი წელია, ჰონგ კონგი ყველაზ ძვირადღირებული უძრავი ქონების ბაზარზე  ლიდერობას არ თმობს და ვითარება არც 2024 წელს შეცვლილა. ამ ქალაქში უძრავი ქონების მაღალ ფასებს მიწის შეზღუდული მიწოდება, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე და ქალაქის, როგორც გლობალური ფინანსური ცენტრის სტატუსი განაპირობებს.

სინგაპური

კიდევ ერთი აზიური ფინანსური ცენტრი ჩვენს რეიტინგში მეორე ადგილზეა. სინგაპურში უძრავ ქონებაზე მაღალ ფასებს ქალაქ -სახელმწიფოს შეზღუდული ტერიტორია, ცხოვრების მაღალი სტანდარტი და უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი პირობები განპირობებს.

შვეიცარია

შვეიცარია ცნობილია თავისი სტაბილური ეკონომიკითა და ცხოვრების მაღალი დონით. ამ ქვეყანაში ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება ციურიხში და ჟენევაშია. აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებულ ქვეყნებს შორის შვეიცარიაში იპოთეკის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთია. 

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა ძვირადღირებული უძრავი ქონების მქონე ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა, რაც ქვეყნის მზარდი ეკონომიკის და განვითარებული ტექნოლოგიური სექტორის დამსახურებაა. სამხრეთ კორეაში ყველაზე ძვირადღირებული ბინები სეულში და ინჩხონშია. 

ტაივანი

ჩვენი რეიტინგის მეხუთე ადგილზე ტაივანია, რომელიც თავისი ძლიერი ტექნოლოგიური ინდუსტრიით მსოფლიოში ცნობილია. აღსანიშნავია, რომ ტაივანში იპოთეკის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რამაც შეიძლება უძრავი ქონების მაღალი ფასები ნაწილობრივ აანაზღაუროს.

ისრაელი

ისრაელში უძრავი ქონების მაღალი ფასები ნაწილობრივ, მიწის შეზღუდული მიწოდებითაა გამოწვეული. ისრაელში ყველაზე ძვირადღირებული ბინები თელ-ავივში, იერუსალიმსა და რამათ-განშია.

ჩინეთი

ჩინეთი, აზიის უდიდესი ეკონომიკა, ჩვენს სიაში მეშვიდე ადგილზეა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქონების ფასები დიდ ქალაქებსა და ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. ძვირადღირებული ბინების მხრივ, ჩინეთის ტოპ 3 ქალაქია: შანხაი, პეკინი და შენჭენი.

ავსტრალია

ავსტრალიის ტოპ 3 ქალაქი ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტებით: სიდნეი, ბრიზბენი, მელბურნი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ავსტრალიას ყველაზე მაღალი იპოთეკური საპროცენტო განაკვეთი აქვს.

გერმანია

უძრავი ქონების შედარებით მაღალი ფასების მიუხედავად, ბაზრის სტაბილურობა მას ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის. გერმანიის ტოპ 3 ქალაქი ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტებით: მიუნხენი, ფრანკფურტი, ჰამბურგი.

ქუვეითი

ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნების ათეულს ქუვეითი ასრულებს. ქუვეითში უძრავი ქონების მაღალი ფასები განპირობებულია მცირე ტერიტორიით და ნავთობის საბადოებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა