საპროტესტო აქციაზე დაშავებული ალექსი თირქიას დედა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს
3 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქია კვლავ ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას დაშავებულის მამიდა, ეკა თირქია ავრცელებს.
"გამარჯობა... ალექსი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რჩება, რეანიმაციულ განყოფილებაში...
დღეს, საძილე წამლის დოზის შემცირება დაიწყეს, რაც დამაიმედებელია...
მადლობა რომ ინტერესდებით ალექსის მდგომარეობით.. .უზარმაზარ სითბოს და მორალურ გვერდში დგომას ვგრძნობ თქვენგან...
ალექსი მებრძოლი ადამიანია, მჯერა, რომ ამ ბრძოლაშიც გაიმარჯვებს და თვითონ გადაგიხდით სათითაოდ ყველას მადლობას" - წერს ეკა თირქია.