"ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს 4 მილიონ 448108 რუბლი ჩაერიცხა
„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ელენე ხოშტარიას ოჯახს 4 მილიონ 448108 რუბლი ჩაერიცხა. რამდენიმე დღის წინ „ქრონიკა“იუწყებოდა, ხოშტარიამ რუსეთში დარეკა და ფული ითხოვა.
„უკაპიკოდ ვარ დარჩენილი, რაღაც უნდა ჩამირიცხოთ, სასწრაფოდ“ - ეს ხოშტარიას სიტყვებია. რამდენიმე დღეში კი რუსეთიდან მის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა. ელენე ხოშტარია „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს“, - წერს ტელეკომპანია.