კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა
კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბექა ჯაიანს ბრალდება დაუზუსტდა - კერძოდ, სისტემატურად ცემის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ბრალდების მიხედვით, ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.
26 წლის ჯაიანს გამოძიება კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას ედავება. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მოსამართლემ 20 სექტემბერს შეუფარდა.
კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში მოკლეს.