თეგებით ძიება

2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა - ფინანსთა მინისტრი

2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს.

მისი განცხადებით, დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2024 წელსაც. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონი ლარი იყო. 10 თვის წინასწარი მონაცემებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს.

„ჩვენ ბიუჯეტი შედარებით კონსერვატიულ პროგნოზზე გვაქვს დაგეგმილი. კერძოდ, მიმდინარე წელს რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-ს, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 90 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 82%-ს აჭარბებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ორჯერ და მეტად არის გაზრდილი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი. კერძოდ, 2020 წელს არსებული 4 300 აშშ დოლარიდან, მიმდინარე წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა 9 000 დოლარს გადააჭარბებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა